მაშველებმა ქვების მასაში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს

წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვების მასაში მოყვა. ის მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.