საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

 ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნა. 

ცნობისთვის, ქვემო ქართლის მასშტაბით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ რუსთავისა და გარდაბნის მე-12 ოლქში ჩატარდება. მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩეველი არჩევანს  პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელ ნინო ლაცაბიძესა და “ძალა ერთობაშია -ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით კირკიტაძეს შორის გააკეთებს.