ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა – 59 239 შეადგენს, ხოლო ბათილად ცნეს – 2 260 ბიულეტენი.
ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
“ქართული ოცნება” ნინო ლაცაბიძე – 35 525 ხმა (47.32%), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დავით კირკიტაძე – 24 448 ხმა (32.6%), “ევროპული საქართველო” ირმა ნადირაშვილი – 3 094 ხმა (4,13%), “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” პაატა ჯიბლაძე – 2 579 ხმა (3,44%), “გირჩი” ვახტანგ მეგრელიშვილი- 2 449 ხმა (3,27%), “ლელო” გრიგოლ გეგელია – 2 031 ხმა (2,71%), ხოლო დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ, ჯამში – 4 763 ხმა, (6,53%).









