მე-14 ოლქში, რომელშიც ბოლნისის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები ერთიანდება, საჩივრების განხილვა დასრულდა.
როგორც ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში TV4-ს განუცხადეს, სულ 85 საჩივარი დააფიქსირდა, კომისიამ 17 მათგანი განიხილა.
განხილული საჩივრებიდან 1 სრულად , 1 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მე-14 ოლქში მოხდა N27 უბნის ხელახალი გადათვლა და ბათილი ბიულეტენების დათვლა, რასაც პირველადი შედეგების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია.
მათივე ცნობით, საჩივრის დიდი ნაწილი, რომლის განხილვაზეც კომისიამ უარი განაცხადა არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო შედგენილი.









