მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს. ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 16 ნოემბერს გამოცემული დადგენილებიდან ხდება ცნობილი. 

“ინფექციის შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება COVID-19-ის მართვისთვის მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6000 საწოლზე მეტი და თვის ბოლოდე კიდევ იგეგმება 2400 საწოლის დამატება. აღსანიშნავია, რომ COVID–19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სამედიცინო ჟანგბადი”,– წერია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.