მთავრობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ისევ აჩერებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, გარდა გამონაკლისი პერიოდისა.
“იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა”, — წერია საბჭოს განცხადებაში.
25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 114 889 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 95 581-მდე და გარდაიცვალა 1 085.
ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული “ლოქდაუნი” ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.









