საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
როგორც მეზვრიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42579 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 26800 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 342 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 293. 2 236 ადამიანი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.









