მინსკში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ათასობით აქტივისტი ქალაქის ცენტრში დილიდან შეიკრიბა.

მედიის ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე მინსკში მეტროს 10 სადგური დაიხურა და ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობდა. სამართალდამცავებმა აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომლის გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.