მოქალაქეები 9-10 ნოემბრის ღამით დაუმორჩილებლობის აქციაზე გამოწერილ ჯარიმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მის გადახდას არ აპირებენ.
ჯარიმების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრები უკვე დაწერილია.
ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, მთავრობას არ აქვს უფლებამოსილება, დააწესოს კომენდანტის საათი, თუმცა, ამას მაინც აკეთებს, შესაბამისად, ის კონსტიტუციას არღვევს.
“ამიტომ, ყველა ის ჯარიმა, რაც მოქალაქეებს დაეკისრათ, არის არაკონსტიტუციური”. – ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე შეფასებით:
“ჯანმრთელობის შესახებ კანონის მიზანი არის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ეჭვი უჩნდება საზოგადოებას, რომ მთავრობა, რომელმაც არასკონსტიტუციურად მიინიჭა უფლება, გამოაცხადოს კომენდანტის საათი პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის”.









