მოქალაქეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და “ლოქდაუნის” გაუქმებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს. მათ სიმბოლური წითელი ხაზიც გაავლეს და ამბობენ, რომ ხაზს მიღმა საბჭოთა კავშირია, ხოლო “მერე მხარეს თავისუფალი საქართველო”.

მომიტინგეები ამბობენ, რომ პერმანენტული აქციების რეჟიმში გადადიან. მათივე შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულია.