ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 რუსთავის ნიჩბოსანთა კლუბის ინფორმაციით, კლუბის მშენებლობა, კულტურისა და დასვენების პარკში,  აქტიურ ფაზაშია. 

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რეკრეაციულ სივრცეში კიდევ არაერთი სიახლეა დაგეგმილი. 

“ჩვენი, ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, უკვე აქტიურ ფაზაშია. პარკში არსებულ ტბასაც სიცოცხლე დაუბრუნდა. შესაძლებელია წყლის ველოსიპედებით და ნავებით სარგებლობა.

წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია, რუსთავის პარკი – ახალი სიცოცხლე “-ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
 

 ცნობისთვის, პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა ოქტომბრის თვეში დაიწყო. როგორც ცნობილი ხდება,  კლუბს შესაძლებლობა ექნება მომავალში საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შ.პ.ს ნიჩბოსანთა კლუბს „რუსთაველები“ ცენტრალურ პარკში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 40 წლის ვადით გადაეცა.