ოზურგეთში საბურავის გახეთქვას ვულკანიზაციის თანამშრომელი ემსხვერპლა

ოზურგეთში ერთ-ერთი ვულკანიზაციის თანამშრომელს საბურავი გაუსკდა – ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.