ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

17-18  ნოემბერს აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება.

შემდეგი აქცია კი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს ჩატარდება. უგულავას განმარტებით, ამ დღესაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.