ორშაბათიდან მარნეულში ყველა საჯარო ბაღი დაიხურება

ორშაბათიდან მარნეულში არსებული ყველა საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურება.

როგორც ბაღების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა ტვ4-ს განუცხადა, გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის განაახლებენ სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებს. მარნეულში ჯამში 14 საბავშვო ბაღი და 16 სკოლამდელი მზაობის ცენტრია.