ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი: დმანისში კანდიდატის ბიძაშვილი დაჭრეს

დმანისის მუნიციპალიტეტში,  სოფელ მიჯაში ​დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს.

ინფორმაციას, ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი გუჯა ოქრიაშვილი ადასტურებს. 

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი თბილისში მდებარე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.