პანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირმა საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო.
საქართველოში ევროკავშირის წარომადგენლობის განცხადებაში წერია, რომ დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას.
2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.