პომპეო: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი

“მხარს ვუჭერთ დემოკრატიზაციას, რაც მნიშნელოვანია სამართლიანი არჩევნებისთვის”- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი.

“ბატონო პრემიერმინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება.

ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით.”- აცხადებს პომპეო.