გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას “ნაციონალურ მოძრაობაში” ადასტურებენ.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.