რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის პროექტი დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ TV4-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების 95% შესრულებულია და პროექტი ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტი იაღლუჯის მთის ფერდობებზე ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის მიზნით, მოეწყო.
ცნობისთვის, წლების განმავლობაში რუსთავში ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძისა და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. იაღლუჯის მთის ფერდობზე მოწყობილი არხის სიგრძე ჯამში 8 კილომეტრს შეადგენს. პროექტს შპს „ენკო“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.