როდის გასუფთავდება ქალაქი სააგიტაციო მასალებისგან?

 საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო სააგიტაციო მასალები კანონის გათვალისწინებულ ვადებში უნდა ჩამოხსნან.

ისინი ვალდებულები არიან საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან, 15 დღის ვადაში, შენობები, კედლები და ბოძები საარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ სუბიექტებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრებათ. სანქცია პირველ შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარით არის განსაზღვრული.