რუსთავში საახალწლო განათებებისა და დეკორაციების მონტაჟი დეკემბრის თვის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.
რუსთავ სერვისცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად შემცირდა თანხები საახალწლო განათებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან. წელს საახალწლო განათებებისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.
თანხის სიმცირის გამო, გარე განათებები არ მოეწყობა ქალაქის ცენტრალურ პარკში. გარდა ამისა, წელს მოხდება შარშანდელი საახალწლო აქსესუარების გამოყენება. როდის აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ჯერ კიდევ უცნობია.
ცნობისთვის,შარშან ქალაქის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებისთვის 75 000 ლარი იყო გამოყოფილი.