რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხვალიდან სწავლა ბაღები ჩვეულ რეჟიმში არ განახლდება.
“ა.ა ი.პ ,,რუსთავის ბაგა -ბაღების გაერთიანება,, ითვალისწინებს რა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის რეკომენდაციებს, 25 ნოემბრიდან სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის განახლებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღსაზრდელების,მათი ოჯახებისა და ბაღის პერსონალის უსაფრთხოების გამო”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საბავშვო ბაღები დაიხურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებზე ვრცელდება.