რუსთავის ბაღების აღსაზრდელებს საკვებ პროდუქტებს ურიგებენ(+ვიდეო)

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვებ პროდუქტებს არიგებენ. საკვები პროდუქტები გაერთიანების ყველა ფილიალის აღსაზრდელს დაურიგდება.

თითოეული აღსაზრდელზე გათვლილი პაკეტი ხილ-ბოსტნეულს, შაქარს, კვერცხს, ხორცისა და რძის პროდუქტებს მოიცავს.

საკვები პროდუქტებისთვის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი და მათი დარიგება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 9 ნოემბრიდანაა შეწყვეტილი.