რუსთავის კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებსა და ცხელების ზონებში სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო. პროტოკოლის მიხედვით, ტესტი უფასოა და მას სტაციონარულ პაციენტების ჩაუტარებენ.
პირველ ეტაპზე კლინიკა “რუსთავს” 100 , ხოლო ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას 50 სწრაფი ტესტი გადაეცა. რაც შეეხება N2 დიაგნოსტიკურ ცენტრს, ამ დროისთვის უფასო სწრაფი ტესტები არ მიუღიათ.
სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში “კოვიდ19”-ზე ფასიანი სწრაფი ტესტი ჩაიტარონ, რომლის ღირებულებაც 40 ლარია.
ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებში შესაძლებელია უფასო პი-სი-არ ტესტებს ჩატარებაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტი კოვიდის და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირებისთვის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.









