რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსების თანხას გაზრდის,- ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
2021 წლის ბიუჯეტის განხილვისისას ცნობილი გახდა, რომ სტუდენტთა დაფინანსება მომავალი წლის პირველი კვარტლისთვის 100 000 ლარით გაიზრდება და 200 000 ლარს შეადგენს.
სოციალური პროექტების ფარგლებში, იგეგმება მინიმალური სასურსათო პროგრამის გაზრდა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ტრანსპორტის შეღავათების პროგრამა, ქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ გადაიხედება და დაკონკრეტდება, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, სიპების და აიპების თანამშრომლები.
გაიზრდება დიალიზის პროგრამის დაფინანსება, შეიცვლება კრიტერიუმები და ბენეფიციარებზე მეტად მორგებული გახდება.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი კომისიამ სამუშაო ფორმატში განიხილა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაკორექტირდება და საბოლოო სახეს 25 დეკემბერს მიიღებს.
ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდება.