რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი შეფერხებით მუშაობს,- ამის შესახებ განცხადებას რუსთავის მერია ავრცელებს.
“რუსთავი-თბილისის მონაკვეთზე, სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,სიჯისის” სადენის დაზიანების გამო, რუსთავის მერიის ცხელი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მერიის ცხელი ხაზის გამართული მუშაობა დღის ბოლომდე აღდგება.
რუსთავის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.”-ნათქვამია განცხადებაში.