ახალი შესაძლებლობა წყლის სპორტის მოყვარულებისთვის – რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსანთა კლუბის ინიციატივით, ტბაზე წყლის ველოსიპედები განთავსდება. როგორც კლუბში აცხადებენ, წყლის ტრანსპორტით სარგებლობა მოყვარული სპორტსმენებისა და პარკის სტუმრებისთვის უფასო იქნება. სპორტსმენები მსურველებს ინსტრუქციასაც ჩაუტარებენ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეში რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსანთა სკოლის მშენებლობა დასრულდება.