რუსთავის საკალათბურთო გუნდმა ვარჯიში განაახლა

 დღეიდან რუსთავის საკალათბურთო გუნდმა  ვარჯიში განაახლა.  კლუბის წევრებს თვითიზოლაციის ვადა ამოეწურათ და  რუსთავის „რუსთავი“  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ვარჯიშს.

საზოგადოება “რუსთაველები”-ს და კომპანია “ჯეო ორთო”-ს მხარდაჭერით საკალათბურთო გუნდ “რუსთავი 1991”-ის წევრებს ტესტირება ჩაუტარდათ “Covid 19” ზე პულირების მეთოდით. ტესტირების შედეგად 3 მოთამაშეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ყველა გუნდის წევრი 7 დღიან იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

განმეორებითი ტესტირების შედეგად ყველა მოთამაშის პასუხი უარყოფითია, თუმცა, საკალთბურთო გუნდის გადაწყვეტილებით, 2 მოთამაშე, რომლებიც განიკურნენ ვირუსისგან, უსაფრთხოების მიზნით იზოლაციაში კიდევ 1 კვირა დარჩებიან.

საკალათბურთო გუნდმა „რუსთავი 1991“- მა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციის დაცვით ვარჯიშები აქტიურად განაახლა.