რუსთავის საჯარო სკოლებში სწავლა 4 ნოემბერს განახლდება

რუსთავის საგანამნათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სწავლა 4 ნოემბრიდან განახლდება. მათივე ინფორმაციით, სკოლებში ამ დროისთვის, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც  პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ამასთან, სკოლების ნაწილს, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლა კვლავ ონლაინ ფორმატით მოუწევს.

რესურსცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბრის ნაცვლად, ხუთ ნოემბერს აღდგება საკლასო ოთახებში სწავლა  მე-4 საჯარო სკოლაში. მე-2, მე-10, მე-13,  21-ე და  24-ე სკოლაში კი დისტანციური სწავლება  ხუთი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.