რუსთავის საგანამნათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სწავლა 4 ნოემბრიდან განახლდება. მათივე ინფორმაციით, სკოლებში ამ დროისთვის, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ამასთან, სკოლების ნაწილს, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლა კვლავ ონლაინ ფორმატით მოუწევს.
რესურსცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბრის ნაცვლად, ხუთ ნოემბერს აღდგება საკლასო ოთახებში სწავლა მე-4 საჯარო სკოლაში. მე-2, მე-10, მე-13, 21-ე და 24-ე სკოლაში კი დისტანციური სწავლება ხუთი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.