4 ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, სამი მათგანი რუსთაველია, ერთი კი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტიდან არის გადმოყვანილი. ინფიცირებული პაციენტების ასაკი 40-დან 80 წლამდე დიაპაზონში მერყეობს.

ცხელების ცენტრში ამ დროისთვის კიდევ 8 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეულ 4 პაციენტს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ დროისთვის კიდევ 17 ადამიანის პასუხს ელოდებიან.