რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტები იქნება.
მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 300 000 ლარით შემცირდა და 50 500 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდა.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის ბიუჯეტი კომისიამ სამუშაო ფორმატში განიხილა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაკორექტირდება და საბოლოო სახეს 25 დეკემბერს მიიღებს.
ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდება.