რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ფონიჭალის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.
როგორც ცნობილი ხდება, რუსთავი-თბილისის გზაზე საცობია და ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური.