საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მე-12 სამაჟორიტარო ოლქში 84-ვე უბანი დროულად გაიხსნა. ამის შესახებ Tv4-ს N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
ცნობისთვის, მე-12 სამაჟორიტარო ოლქში ჯამში სულ 107 463 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საუბნო კომისიებიდან გაწვეული არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრები.









