რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი თბილისიდან მომავალ სამარშუტო ტაქსს დაეჯახა. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, დაშავებულია ერთი მგზავრი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარებას ამ წუთებში გადაჰყავს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.