ორშაბათიდან რუსთავის ბაღები დაიკეტება

რუსთავის ბაგა-ბაღების ყველა ფილიალი ორშაბათიდან მუშაობას წყვეტს. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების დაბალი დასწრება ფიქსირდებოდა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ბაღების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ორშაბათიდან  25 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქის ყველა საჯარო ბაღი დაიკეტება. 

ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, დღეს გაერთიანების შვიდ ფილიალში ბაღში არცერთი ბავშვი არ მივიდა. 

ცნობისთვის პანდემიის გამო, რუსთავის ბაღებში თავისუფალი დასწრება იყო გამოცხადებული.