რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებენ. მოვაჭრეებმა მე-12 მიკრორაიონში საავტომობილო გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მოვაჭრეების თქმით, მათ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს და შეზღუდვების გამო, მუშაობას ვეღარ ახერხებენ.
ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პოლიცია ცდილობს გარემოვაჭრეების გზიდან გადაყვანას.