მე-12 მაჟორიტარულ ოლქში, რუსთავში და გარდაბნის 10 თემში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების მიხედვით, ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლების 35 297 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 89.79%-ია. “ნაციონალურმა მოძრაობის”კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ 4 012 ხმა მიიღო, რაც 10.21%-ს შეადგენს.