რუსთავში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ TV4-ს კლინიკა რუსთავში განუცხადეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაბნიდან შეიყვანეს. 60 წლამდე მამაკაცი მანამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და კლინიკა “რუსთავში” შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკაში 17 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან კორონავირუსი ექვს მათგანს დაუდასტურდა.ეპიდემიოლოგების ცნობით, ყველა მათგანი რუსთაველია და მათ ასაკი 50 წელს ზევით მერყეობს.
რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, კლინიკაში “კოვიდ 19”-ზე ხუთი ტესტი ჩატარდა და ვირუსი სამ პირს დაუდასტურდა. პაციენტები რუსთაველები არიან და მათი ასაკი 50-70 წლამდეა.