რუსთავის ცხელების ზონებში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში, ხოლო 11 კლინიკა “რუსთავში”.
ინფიცირებულთა შორის არის კლინიკა “რუსთავის” 2 მედპერსონალი.
რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოში გამოვლენილ ახალ შემთხვევებს – პაციენტების უმრავლესობა რუსთაველია, ხოლო ნაწილი თბილისიდან გადმოიყვანეს. ინფიცირებულების ასაკი 30-დან 70 წლამდე მერყეობს.









