რუსთავში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსული ინფექცია კიდევ 27 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ყველა მათგანი რუსთაველია. 

შეგახსენებთ, დილის საათებში ქალაქში კორონავირსის 7 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 6 შემთხვევა კლინიკა “რუსთავში” დადასტურდა, 1 კი ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში.