რუსთავში კორონავირუსს 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში კორონავირუსს 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ TV4-ს კლინიკა რუსთავში განუცხადეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი კოვიდის მიმღებ ცენტრში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კერძოდ, ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცს თირკმლის მწვავე დაავადება აღენიშნებოდა.

ამასთან, “კოვიდ-19” დღე-ღამის განმავლობაში დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავში” გამოკვლეულ რვა პირს. პაციენტები მკურნალობას კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში აგრძელებენ.

ცნობისთვის, რვავე პაციენტი, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, რუსთაველები არიან.