რუსთავში მცირეწლოვანი მე-7 სართულიდან გადმოვარდა

მე-19 მიკრორაიონში მცირეწლოვანი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაღალი სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მეზობლებმა გამოიძახეს. როგორც ცნობილი ხდება, მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში TV4-ს განუცხადეს, დაშავებულ მცირეწლოვანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.