რუსთავში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

რუსთავის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა. 

რუსთავის 90 უბნის მონაცემებით, რომელთა შორის ექვსი სპეც უბანია, ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლების 20 769 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 86,3 %-ია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” 3 294 ხმა მიიღო, რაც 13,7%-ს შეადგენს. 

ცნობისთვის, 90 უბანზე ჯამში 25 807 ამომრჩეველი მივიდა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 1744-ია.