დღეიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაშია.
როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. შეზღუდვა მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.









