დღეს რუსთავში, კოსტავას მიმდებარე ტერიტორიაზე ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა.
დაწესებულებას ორი საკონსულო ოლქი აქვს: ქვემო ქართლსა და მცხეთა- მთიანეთში. საკონსულო დაწესებულების ფუნქციებში სხვა მრავალ ფუქნციასთან ერთად შევა: ყაზახეთის მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა საქართველოში.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების, ასევე მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის ხელის შეწყობა.
საკონსულო ოფიციალურად ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა, ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსნეს.
გახსნის ცერემონიას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.











