სამოქალაქო აქტივისტებმა სოკოს საწარმოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს(+ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტები სოკოს საწარმოსთან შეიკრიბნენ და “თეთრი ქუდის” ჭიშკარს, პროტესტის ნიშნად, ბოქლომი დაადეს.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილებს ქარხნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდათ. ქარხნის ტერიტორიაზე ვერც სადისტრიბუციო მანქანები ვერ შედიან. 

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი კონსტიტუციურ უფლებას არ ზღუდავენ და პასუიხსმეგებლ პირთან შეხვედრას ითხოვენ. 

ამასთან, აქტივისტების განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაბამისი ზომების მიღება არ შეუძლია და ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემა წლებია დგას. 

აქტივისტები ადმინისტრაციისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ. მათი თქმით, “თეთრი ქუდის” ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს, თუ როდის გადაწყდება რუსთავში უსიამოვნო სუნის პრობლემა.