საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  ხვალ, 18 ნოემბერს, შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

„ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე,  ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.