საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 475-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის სულ 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 42 572-ს შეადგენს.