ტიკარაძე: საწოლფონდი არის მუდმივად ცვლადი პროცესი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, საჭიროებებიც სხვადასხვაგვარია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 112-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე პანციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს, ვაკვირდებით რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადა ტიკარძემ.